რუსეთის საზღვართან ახალი გზის აშენების ტენდერი ხელახლა გამოცხადდა – კილომეტრი 50 მლნ ჯდება

რუსეთის საზღვართან ახალი გზის აშენების ტენდერი ხელახლა გამოცხადდა – კილომეტრი 50 მლნ ჯდება

დარიალზე, რუსეთის საზღვართან ახალი გზის აშენებისთვის 225 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა. შესაბამისად, ერთი კილომეტრის გაყვანის სავარაუდო ღირებულება 50 მილიონ ლარს შეადგენს.

საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, 4.5-კილომეტრიანი გზა სტეფანწმინდიდან ზემო ლარსის მიმართულებით არსებულ მოძველებულ და რთულ საგზაო მონაკვეთს ჩაანაცვლებს. გაიზრდება გამტარიანობა და შემცირდება გადაადგილების დრო. ასევე, ახალი გზა კლიმატური პირობების მიმართ უფრო მედეგი იქნება და უხვი თოვლი მის შეფერხებებს არ გამოიწვევს.

ამ გზის მშენებლობის ტენდერი საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მეორედ გამოაცხადა, თავდაპირველად ტენდერი 2023 წლის ივნისში გამოცხადდა და მასში მონაწილეობა ხუთმა ჩინურმა სახელმწიფო კომპანიამ მიიღო, თუმცა საბოლოოდ 2024 წლის თებერვალში მიღებული გადაწყვეტილებით, გზების დეპარტამენტმა ყველა მონაწილე კომპანიას დისკვალიფიკაცია მიანიჭა.

საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, გზის სიძვირეს განაპირობებს ფაქტი, რომ მისი სიგრძის 59% ესტაკადაზე, ხოლო 29% გვირაბებში გაივლის, შესაბამისად, გვირაბებსა და ესტაკადებზე საპროექტო სიგრძის 88% მოდის.

ასაშენებელი ობიექტების ჩამონათვალი ასეთია:

  • ესტაკადა N1 მდ.თერგზე – სიგრძე 2018 მეტრი;
  • ესტაკადა N2 – სიგრძე 636 მეტრი;
  • გვირაბი N1 – სიგრძე 460 მეტრი;
  • გვირაბი N2 – სიგრძე 846 მეტრი.

გზის პარამეტრები ასეთი იქნება:

  • საანგარიშო საპროექტო სიჩქარე – 60 კმ/სთ;
  • მიწის ვაკისის სიგანე – 14.0 მ;
  • სავალი ნაწილის სიგანე – 7.0 მ;
  • სამოძრაო ზოლის სიგანე – 3.5 მ;
  • სამოძრაო ზოლების რაოდენობა – 2.

“საპროექტო გზის მონაკვეთი მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში. გზა გადის პრაქტიკულად დაუსახლებელ ტერიტორიაზე. საპროექტო მონაკვეთის მთლიანი სიგრძე შეადგენს 4.5 კმ-ს. სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთი არის არშა-სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მონაკვეთის გაგრძელება. მიმართულების გარკვეული ნაწილი მდინარე თერგის კალაპოტის მარცხენა ნაპირზე, სანაპირო ზოლში გადის. საპროექტო მონაკვეთი გადის ძალიან რთულ რელიეფში, მდინარე თერგის ვიწრო ხეობაში, რომელიც ორივე მხრიდან შემოსაზღრულია მთებით”, – ნათქვამია სატენდერო პირობებში.

მსგავსი სიახლეები

დავითაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანის და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა – რაზე ისაუბრეს?

დავითაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანის და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა –…

თურქეთის ქალაქ სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მონაწილეობა მიიღო ოთხმხრივ შეხვედრაში, სადაც თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად რეგიონული…
რა ეკონომიკა აქვს საქართველოს “მთავარ” საექსპორტო პარტნიორ ყირგიზეთს

რა ეკონომიკა აქვს საქართველოს “მთავარ” საექსპორტო პარტნიორ ყირგიზეთს

2024 წლის 10 თვეში საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი ნომინალურად ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა ყირგიზეთი გახდა. ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში ექსპორტი…
ცესკოს თავმჯდომარემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო – მისი წლიური ანაზღაურება 162,000 ლარია

ცესკოს თავმჯდომარემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო – მისი წლიური ანაზღაურება…

ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, რომელიც 2023 წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებს და არსებული მდგომარეობით საბანკო ანგარიშებზე თანხებს და უძრავ…